
კომპანიის შესახებ
NEXIS ჯგუფი - არის კვალიფიციური ადვოკატებით დაკომპლექტებული იურიდიული კომპანია, რომელიც სამართლებრივ მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. კომპანია საქმიანობს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროებში, და კლიენტებს სთავაზობს სანდო, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მხარდაჭერას.
ჩვენი სერვისები
სამოქალაქო და საოჯახო დავები
თუ გჭირდებათ კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ქონებრივ, სახელშეკრულებო ან საოჯახო საკითხებზე - ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ეფექტურ დაცვას სასამართლოში, იქნება ეს განქორწინება, მემკვიდრეობა თუ სახელშეკრულებო დავა.
სისხლის სამართლის ადვოკატი
„ნექსის ჯგუფის“ გამოცდილი ადვოკატები უზრუნველყოფენ დაცვას სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებისა და სასამართლოს ყველა ეტაპზე. ჩვენი პრიორიტეტია კლიენტის უფლებების მაქსიმალური დაცვა და სამართლიანი შედეგის მიღწევა.
უძრავი ქონება და მშენებლობა
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია მოითხოვს სიფრთხილეს. ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს ნასყიდობის ხელშეკრულებების რევიზიას, სამშენებლო დავებსა და წარმომადგენლობას საჯარო რეესტრში, რა თა თქვენი ინვესტიცია იყოს დაცული.
ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა
ჩვენი საადვოკატო ბიურო სთავაზობს კომპანიებს სრულ იურიდიულ მომსახურებას. ეს მოიცავს ბიზნესის რეგისტრაციას, კონტრაქტების მომზადებასა და რისკების მართვას. ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნესის სამართლებრივი უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.
მართვის ფილოსოფია
ნექსის ჯგუფის ფილოსოფია ეფუძნება პროფესიონალიზმს, პატიოსნებასა და თითოეული კლიენტისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევის სურვილს. ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტი გამჭვირვალე კომუნიკაცია, ეთიკური ნორმების დაცვა და ხარისხისადმი მუდმივი სწრაფვაა. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მხოლოდ ურთიერთნდობისა და მაღალი პასუხისმგებლობის პრინციპებით მიიღწევა
ჩვენი პრაქტიკის ქვაკუთხედს ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული მხარე გრძნობს საკუთარ ძალასა და დაცულობას. გვჯერა, რომ მხოლოდ თანასწორუფლებიან და გამჭვირვალე გარემოშია შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესი და უფლება გარანტირებულია.
NEXIS LEGAL - იურიდიული მომსახურება

